მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თამაშებში 97 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში 4 სპორტსმენია. ქვიშის ჭიდაობაში მედლებისთვის ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დათო მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) იბრძოლებენ. მოჭიდავეთა ნაკრები შეჯიბრებაში 14 ოქტომბერს ჩაერთვება.

„ქვიშის თამაშების გახსნას დოჰას კულტურულ ცენტრში მდებარე ამფითეატრმა უმასპინძლა. ორგანიზატორებმა მაყურებელს კატარის კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს. ქვიშის თამაშები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ეგიდით ტარდება.

საქართველოს დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს. მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები - „კატარი 2019“ 16 ოქტომბერს დასრულდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა