გორის საპატიო მოქალაქის წოდება 15 ადამიანს მიენიჭა

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.

„საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანს მიენიჭა. აღნიშნული ტიტული მიენიჭა მშენებელ ვახტანგ ყანჩაველს, პედაგოგებს სესილი ხუციშვილსა და ცირა ჯაჯანიძეს, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს თინათინ სოსანიძეს, მწერალ ვაჟა შაქარაშვილს, სპორტსმენს თენგიზ ხუბულურს, გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, კულტურის განყოფილების ხემძღვანელს რობერტ მაღლაკელიძეს, სპორტის ოსტატსა და მწერალს გერონტი გოგინაშვილს, კულტურის მოღვაწეს დავით ქიტიაშვილს, ექიმს გურამ მაჩაიძეს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს სევერიან ქარელს, ვეტერან ფეხბურთელს ჯემალ რაზმაძეს, ძეგლთმცოდნე პაატა ბესტავაშვილს და შინდისელ ელექტრიკოსს, რომელიც აგვისტის ომის დროს მხარში დაუდგა შინდისის გმირებს - ბადრი ხუციშვილს.

საპატიო მოქალქეებს დიპლომები მეუფე ანდრიამ, მეუფე ისაიამ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“