გორის სასამართლო ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

გორის რაიონული სასამართლო ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბრალდებულის ადვოკატის ლარისა ჩადუნელის განცხადებით, იგი დაცვის ქვეშ მყოფს ესაუბრა. თუმცა ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს იმის შესახებ, აღიარებს თუ არა ბრალს დეკანოიძე.

ცოლ-ქმარი რამდენიმე წელია ერთად აღარ ცხოვრობდა, თუმცა ნათია გოგალაძე და ირაკლი დეკანოიძე კვლავ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს გოგალაძემ მიმართა, სასამართლოს ცოლ-ქმრის განქორწინებასა და შვილების მშობლებთან ყოფნის დღეების განსაზღვრაზე სწორედ დანაშაულის დღეს უნდა ემსჯელა. ბრალდებულის ამჟამინდელი ადვოკატი დეკანოიძის ინტერესებს სამოქალაქო დავის საქმეშიც იცავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო