ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან სატელეფონო საუბრებისას, ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუქარას

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი დეკანოიძის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა ,,ინტერპრესნიუსთან" დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან, სატელეფონო საუბრებისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუქარას.

თუმცა, ადვოკატის თქმით, დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია და მასთან შვილების შემდგომ ბედზე სასაუბროდ და მოსალაპარაკებლად მივიდა, რა დროსაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

შსს-მ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო