წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს, რომელიც წნორის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული, თავის და გულმკერდის დაბეჟილობები, ასევე მეორე ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. ექიმის თქმით,მისი მდგომარეობა სტაბილირად მძიემა და უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ცნობით, მას წელის არეში დაბეჟილობები აქვს.

რამდენიმე საათის წინ, წნორი-ლაგოდეხის გზაზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ორი კი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა