საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრმა კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „თბილისი მოლში“ გამართულ ღონისძიებაზე საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის იმიტირებული ოპერაცია ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორებმა დაინტერესებულ პირებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მულაჟზე მანიპულაციების საშუალებით ასწავლეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ასევე მოეწყო იმიტირებული სამაშველო ღონისძიებები. „გაეროსა“ და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა კი სტუმრებს კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალურად მოწყობილი სტენდებიდან მიაწოდეს.

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. უწყების ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა კატასტროფის რისკის შემცირებისა და მასზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1989 წელს დაარსდა და საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა