გორში გალაკტიონის სახელობის ხეივანი გაიხსნა

გორში, ქალაქის დღესასწაულზე, 12 ოქტომბერს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხეივანი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, გორელი მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ. მათ ფეხით გაიარეს გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე მოწყობილი ბილიკი, რომელზეც გალაკტიონ ტაბიძე ყოველდღე დადიოდა კარალეთის სკოლაში მოღვაწეობისას.

ხეივნის გახსნის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს, მწერალთა სახლის ხელმძღვანელს მარინა ჯალიაშვილს ეკუთვნის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში გალაკტიონის სახელობის ხეივანი გაიხსნა. პოეტის გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა. ხეივნის გახსნის იდეა კი ჯერ კიდევ 55 წლის წინ, გალაქტიონის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გაჩნდა. მისი ავტორი მწერალი ჯემალ ინჯია გახლდათ“, - აღნიშნა ღონისძიებაზე მარინა ჯალიაშვილმა.

გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გალაკტიონ ტაბიძის ხეივანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა