დუშეთში საცხენოსნო სპორტული შეჯიბრებები „აღორძინების ფესტივალი“ გაიმართა

საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო შეჯიბრებები „აღორძინების ფესტივალი“ გაიმართა.

სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ დააჯილდოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამარჯვებულებს თასები, სიგელები და კომპანია „სნოსა“ და სასტუმროთა ქსელი „ამბასადორის“ მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება საჭირო ინვენტარით კომპანია „ზედაზენმა“ უზრუნველყო.

„აღორძინების ფესტივალი“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველად ჩატარდა და დაგეგმილია, რომ ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა