ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის საქმის პროკურორი - სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის საქმის პროკურორის მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის დასაბუთება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სახესთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოგეხსენებათ, ბრადლების მხარემ მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შუამდგომლობა განხილული იქნა. ბრალდების მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ის დასაბუთება, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სახესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო: რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძის მიმართ?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა