ქეთევან ციხელაშვილი დავით გარეჯზე - მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არის ისეთი თემები, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება

მე მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მართლაც არ არის ისეთი თემები, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მიმდინარე საკითხები უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებით, კეთილმეზობლობით და დიალოგის რეჟიმში.

„ჩვენ ამისთვის გვაქვს ფორმატი, გარდა უმაღლესი დონის შეხვედრისა, რომელიც გაიმართა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიულია. ჩვენ გვაქვს კომისია და ამ კომისიის ფარგლებში განიხილება საკითხები. რთული საკითხია, არ არის მარტივი თემა. ამიტომ არის, რომ წლებია ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, რადგან უკავშირდება გარკვეულ ნიუანსებს, მაგრამ ახლა ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მოძებნილი იქნება შეთანხმება”,- განაცხადა ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა