ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 12 კატალონიელ პოლიტიკოსს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 4- თვიანი მსჯელობის შემდეგ 9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს, 2017 წლის რეფერენდუმის საქმესთან დაკავშირებით, 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კიდევ სამი ბრალდებული დამოურჩილებლობისთვის ცნეს დამნაშავედ, თუმცა მათთვის პატიმრობა არ შეუფარდებიათ და მხოლოდ ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

წაყენებულ ბრალდებებს არც ერთი პოლიტიკოსი არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე კატალონიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტისთვის- ირიოლ ხინკერასისთვის - 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ბარსელონაში მსვლელობა დაიწყეს. მათ უჭირავთ ბანერები წარწერებით : „თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“, „ყველანი ქუჩაში“ და ა.შ.

2017 წლის ნოემბერში კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმის გამო ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. 25 პირის წინააღმდეგ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა