ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ევროპის მოედანზე გამართულ ტრადიციულ ფესტივალს წელსაც უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ესწრება.

„აჭარული სოფლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძეს ქუჩაზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორითაა წარმოდგენილი. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაზრდილია ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არიან წარმოდგენილები.

დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჭაჭის გამოხდის, თამბაქოს დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“ „კოლხა“, და „არსიანი, ასევე ვოკალური ანსამბლები „ჭვანა“ და „ათძალი“ იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ბენდი Seaside დაასრულებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს