ერდოღანი უცხოურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უცხოურ მედიას სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე ტაქტიკას იყენებენ. ჩვენ შევეცდებით სიმართლის თქმას,“ - განუცხადა ერდოღანმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს, საიდანაც თურქეთის პრეზიდენტი ბაქოში გაემგზავრა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ბაქოში დაგეგმილი თურქული სამიტის მონაწილეებს სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა