ვანო მაჭავარიანი - საქართველოს ძალოვან  და  საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციები უნდა დაიწყოს,  რათა გამოწვევები, რომლებიც თურქეთიდან მომდინარეობს, სიურპრიზად არ მოგვევლინოს

უნდა დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს ძალოვანი და საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის, რადგან როგორც ამ ხელისუფლებას სჩვევია, სიურპრიზად შეიძლება მოევლინოს ის გამოწვევები, რომლებიც შესაძლოა, თურქეთიდან გამომდინარე მოხდეს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც თურქეთ-სირიას შორის შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ სირიაში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, თურქეთის უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე აისახოს, თურქეთის ნებისმიერი გამოწვევა კი საქართველოსთვის ყურადსაღები უნდა იყოს.

„ამ ეტაპზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრების საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ, თუმცა შიდა კონსულტაციები აუცილებელია. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც არაერთხელ დააამტკიცა, რომ ის არის საქართველოს გვერდით ნებისმიერ რთულ ვითარებაში. საქართველოსთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის მოვლენები, რომელიც განვითარდა სირიაში. ეს არ ეხება მხოლოდ თურქეთს, აქ მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხები.

აღნიშნულ მოვლენებში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც თურქეთის მოქმედებებთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციები აქვთ. თურქეთისთვის საჭიროა ამერიკის მხარდაჭერა და პოზიცია, როგორც სირიის კონფლიქტში, ასევე ნატო-ს ფარგლებში“, -განაცხადა ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა