გიგა ბოკერია - დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო,  გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან

დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებაზე.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მისთვის ყველაზე მარტივი საკითხია იმის „გადაყლაპვა კორცხელში, რაც მოხდა“, იმიტომ, რომ იმაზე ბევრად უარესი რამ მოხდა ამ ქვეყანაში“.

„როგორც ჩანს, მელიას უჭირს და ამას დიდი ღვთისმოსაობა არ სჭირდება. დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან - ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე. კორცხელის ამბავი უმნიშვნელო კი არ იყო, ძალიან ცუდი ამბავი იყო, როდესაც ხელისუფლება კრიმინალებს ან სპორტსმენებს იყენებს არჩევნების ჩასაშლელად. ოღონდ იმიტომ კი არ არის მტკივნეული, რომ ჩვენ ხელი მოგვხვდა, ჩვენზე უფრო ბევრად, იქ სხვა ხალხიც დაზიანდა. სერიოზული დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდნენ, მათ შორის, პოლიციელი და ჩვენი რამდენიმე მომხრე. თუ ვინმეს აქვს არსაპატიებელი ან საპატიებელი ისინი არიან და არა მელია და მე, რომლებიც დეპუტატები ვართ და ბევრად უფრო დაცულები ვართ ზოგადად. მაგრამ, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, პრობლემა არის წინ. რა იქნება ცხოვრებაში და ქვეყანაში“, - განაცხადა ბოკერიამ. .

ნიკა მელია სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინიციატივას გამოეხმაურა და მას „ქართული ოცნებისთვის“ უსაფრთხოების გარანტიის მიცემად აფასებს. მელია ბოკერია კორცხელის ინციდენტსაც ახსენებს.

„არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს,იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში, და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები“, - დაწერა ნიკა მელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია