რომან გოცირიძე - ირაკლი კობახიძე მათემატიკაში სუსტი ყოფილა - თუ „ოცნებამ” 45% დააგროვა, ნიშნავს, რომ სხვებმა 55% დააგროვეს და ხელისუფლება გაერთიანებული პოლიტიკური ძალებით იქმნება

ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა. თუ „ქართულმა ოცნებამ” 45% დააგროვა, ნიშნავს, რომ სხვებმა 55% დააგროვეს და ანუ, ხელისუფლება სწორედ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების მიერ იქმნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ირაკლი კობახიძის მიერ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმურა.

„კობახიძემ ძალიან სასაცილო მაგალითი მოიყვანა, 45% მათთვის საოცნებოა. გულში ფიქრობენ, რომ 45% - „ქართულ ოცნება“ და 6 % - „პატრიოტთა ალიანსი”, მაგრამ ასე არ მოხდება. „ქართული ოცნების“ მაქსიმალური ჭერი შეიძლება იყოს 28-30 პროცენტი. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლება მოდის. ამას უნდა შეეგუონ და წავიდნენ ოპოზიციაში. ჯობია ახლავე კარგი კანონები მიიღონ, რომ შემდეგ ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოადგეთ“, - აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა