თამარ ჩუგოშვილი - არ მაქვს მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე ვინმესთან დაკავშირებით ამნისტიის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაში ვერ წარმომიდგენია

არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე ვინმესთან დაკავშირებით ამნისტიის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის შემდეგ განუცხადა და „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, ამნისტიის დაანონსებასთან დაკავშირებით ტაქტიკური სვლა უწოდა.

„მე როგორც ვხვდები, „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს, მათთვის ელექტორალურად არის წამგებიანი და ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან განსხვავდება. ჩემი აზრით, ეს არის მათი გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯი, თუმცა, იმის მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამინისტიის გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს ნამდვილად, იმიტომ, რომ მე ის ვერ წარმომიდგენია ხელისუფლებაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა