სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი სოფელ ერისიმედს, ასევე, ხირსას, ხორნაბუჯსა და ძველი ანაგას ესტუმრნენ და მოსახლეობასთან დიალოგი გამართეს.

„რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს შეხვედრის ფორმატი გააცნეს და მათი საჭიროებები პირადად მოისმინეს. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის საჭიროებეზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა. მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო