ელენე ხოშტარია უმრავლესობას - მაკო გომურზე საუბარი უკვე მერიდება, თქვენ არ ვიცი, როგორ გრძნობთ მის წინაშე თავს

ჩვენ გვყავს 67 დაზარალებული პოლიციელი და მხოლოდ 4 დაზარალებული მოქალაქე, რომელშიც არ შედის მაკო გომური და კობა ლეთოდიანი, რომელმაც მარჯვენა თვალი 90-იან წლებში, სოხუმში, რუსეთთან ომში და მარცხენა თვალში მხედველობა „გავრილოვის ღამეს“ დაკარგა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებულების საკითხს გამოეხმაურა.

ხოშტარიამ 20 ივნისის მოვლენების დროს მომხდარი ის ფაქტები წაიკითხა, რომელიც მისივე თქმით, „ჩვენს ქვეყანაში არსებულ ღრმა სამართლებრივ კრიზისს ასახავს“. დეპუტატის თქმით, საინტერესოა, რას პასუხობს ხელისუფლება 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

„ქვეყანაში 20 ივნისის ღამეს, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 34-მა ჟურნალისტმა, თვალი დაკარგა 2-მა ადამიანმა, მხედველობა დაკარგა ან თვალი დაუზიანდა 6 ადამიანს, სახის არეში რეზინის ტყვია მოხვდა 13 ადამიანს, გულ-მკერდის არეში რეზინის ტყვია მოხვდა 48 ადამიანს, სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანება მიიღო 57-მა ადამიანმა. შედეგად ჩვენ გვყავს 67 დაზარალებული პოლიციელი და მხოლოდ 4 დაზარალებული მოქალაქე, რომელშიც არ შედის მაკო გომური, რომელზეც მე უკვე მერიდება საუბარი. თქვენ არ ვიცი, როგორ გრძნობთ მის წინაშე თავს. ასევე, დაზარალებულების რიცხვში არ შედის კობა ლეთოდიანი, რომელმაც მარჯვენა თვალი დაკარგა 90-იან წლებში რუსეთთან ომში, სოხუმში და მარცხენა თვალში მხედველობა ახლა დაკარგა - გავრილოვის ღამეს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, საინტერესოა, რა პოლიტიკური ან მორალური გზავნილია, როცა მაკო გომურს ან კობა ლეთოდიანს სახელმწიფო დაზარალებულებად არ აღიარებს.

„ციხეში დღემდე რჩება 14 მოქალაქე და არც ერთი პოლიციელი. მე მაინტერესებს, რა გზავნილია, როცა სახელმწიფო იძახის, რომ არც მაკო გომურს, არც კობა ლეთოდიანს, არც იმ დაზარალებულ ადამიანებს, ჟურნალისტებს, მე არ ვაღიარებ დაზარალებულად და ამის პარალელურად, ჩვენ გვესმის ფარისევლური განცხადებები, რომ მაგალითად, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან დაზარალებული ადამიანები“, როცა მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ეს ისეთი საკითხია, რომლის გამოძიებაც თვეები არ უნდა გრძელდებოდეს“, როცა სოფო კილაძე კითხვას უსმავს თადუმაძეს, „რატომ არ არიან დაზარალებულად გამოცხადებულებიო“ და სისულელეს, სრულ არაკომპეტენტურ პასუხს რომ სცემს თადუმაძე, ამით კმაყოფილდება კილაძე და აგრძელებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სკამში ჯდომას“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა