რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სოკოს საწარმოსთან რუსთავის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოკოს საწარმო „თეთრ ქუდთან" რუსთავის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვეა პერიოდულად, ქალაქში უსიამოვნო სუნია, რაც, მათი თქმით, სწორედ სოკოს საწარმოდან ვრცელდება.

საწარმოსთან გარემოს ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებიან. ამ დროისთვის საწარმოს ადმინისტრაციასა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

საწარმოსთან მიმდინარე აქციის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო. „თეთრ ქუდში" დასაქმებულები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ და პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, თუ შესაბამისი უწყებები საწარმოს, შემოწმების შემდეგ გააჩერებენ, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა