“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რითაც ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შესაბამის მოწოდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონფიდენციალობის დაცვა მათაც ევალებათ, ისევე როგორც სახელმწიფოს. თუმცა, ახვლედიანი აქვე უარყოფს იმას, რომ წერილში კონკრეტული ხედვები არ იყო გაწერილი.

„წერილი, რაც ჩვენ გავაგზავნეთ ხუთაშაბათს, ეს იყო იურისტების დაწერილი, მის შინაარსს ვერ გავასაჯაროებთ, რადგან არ ვაპირებთ ხელშეკრულების დარღვევას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მასში ზუსტად არის აღწერილი, თუ რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი წინ წავწიოთ, ამიტომ არ ვეთანხმები დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურმე იქ არაფერი წერია შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ხედავს პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარუდგინა, თუმცა თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ „ანაკლიის კონსორციუმისგან“ მიღებული წერილი არ შეიცავს პორტის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვებს, რის კონტექსტშიც კონსორციუმს მიმართა, სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა