არჩილ თალაკვაძე - მოქალაქეებს ინტერნეტის გამოყენებით შეეძლებათ შექმნან პეტიციები, დაარეგისტრირონ საკანონმდებლო ინიციატივები და ხელმოწერები შეაგროვონ ონლაინ რეჟიმში

ჩვენ წარვადგინეთ ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებით, საშუალება ექნებათ შექმნან პეტიციები, დაარეგისტრირონ საკანონმდებლო ინიციატივები და ხელმოწერებიც შეაგროვონ ონლაინ რეჟიმში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს საპარლამენტო საქმიანობაში პირდაპირ მიიღონ მონაწილეობა.

„საშემოდგომო სესიაზე საზოგადოებას ჩვენ წარვუდგინეთ ათი სამუშაო საკითხი, ათი მთავარი გამოწვევა, რომელიც პარლამენტს აქვს ამ სესიაზე და რომელსაც ჩვენ ვუპასუხეთ კონკრეტული საქმით და კონკრეტული შედეგებით. დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებით საშუალება ექნებათ შექმნან პეტიციები და ასევე, დაარეგისტრირონ საკანონმდებლო ინიციატივები და ხელმოწერებიც შეაგროვონ ონლაინ რეჟიმში. ანუ ის წესი, რომ მხოლოდ ფურცლებით და მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრით იყო ეს შესაძლებელი, დღეიდან ამ ალტერნატივითაც შეიცვლება. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომ პირდაპირ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში, როგორც კანონშემოქმედებითი მიმართულებით, ასევე ზედამხედველობის მიმართულებით. მე იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას მოქალაქეები აქტიურად გამოიყენებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა