ტედ ჯონასი მაია ცქიტიშვილის „მერიდიანთან“ შეხვედრაზე - ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია, რომელიც საქართველოში ჩემი 25-წლიანი მუშაობისას ინვესტორების მიმართ მინახავს

ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია და დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში ჩემი 25- წლიანი მუშაობის განმავლობაში ინვესტორების მიმართ მინახავს, - ასე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ ჯონასი ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ ანაკლიის პროექტის პოტენციურ ინვესტორ კომპანია „მერიდიანთან“ გამართულ შეხვედრას აფასებს.

ჯონასი „მერიდიანთან“ ცქიტიშვილის შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, თავად და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ორი წევრი ესწრებოდნენ.

როგორც ჯონასი აცხადებს, ინვესტორის მიმართ მინისტრმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს მხარს უჭერს დასავლეთი, თუმცა მთავრობის მხრიდან ვერ ხედავს მხარდაჭერას.

„ანაკლიის პროექტი სარგებლობს უდიდესი მხარდაჭერით. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი, ამერიკის მთავრობა, EBRD, OPIC და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მრიდან ანალოგიური დადებითი დამოკიდებულებაა არაა პროექტის მიმართ. ეს პროექტი საჯარო -კერძო პარტნიორობაა. მთავრობამ უნდა იმოქმედოს, როგორც პარტნიორმა და არა როგორც მტერმა ,“ - განაცხადა ტედ ჯონასმა.

იხილეთ ვიდეო: ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია - ტედ ჯონასი მაია ცქიტიშვილის "მერიდიანთან" შეხვედრაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა