ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა სრულდება

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორი შენდება, რომლის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა. სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს.

ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს ცენტრალური წყალარინების A კოლექტორის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს გრიბოედოვის ქუჩიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩის გავლით წყალარინების A სატუმბ სადგურამდე მონაკვეთს. სამუშაოები მომდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია B კოლექტორის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულებაა 2 მილიონ 791 ათას ევროს შეადგენს.

„ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კოლექტორი არდაგანის ტბასთან არსებულ სანიაღვრე სადგურს დაუერთდება, რისი მეშვეობითაც განხორციელდება წყლების გადატუმბვა ზღვაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც ქალაქის დატბორვის საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. 2020 წლიდან ვიწყებთ ახალ პროექტს ,,ბათუმის ახალი სიცოცხლე“, რომელიც გულისხმობს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. პროექტი ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს იძლევა ამ ტერიტორიების განვითარებისთვის. სამუშაოები 2020-2025 წლების პერიოდზეა გათვლილი. ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს შეადგენს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება უნიკალური და ისტორიული პროექტი“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა