ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტები ხვალ დასახელდებიან

ლიტერატურული პრემია "საბას" 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ, 16 ოქტომბერს დასახელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი“ ბანკიდან აცნობეს, 2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ესენია : საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო პიესა, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

„თიბისი“ ბანკის ცნობით, წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში, ხოლო „ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

„ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ „თიბისიმ“ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა