პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვირუსების გავრცელების მხრივ, საპანიკო სიტუაცია არც ახლაა და არც ზამთარში იქნება

სახელმწიფო ოქტომბრის ბოლოს, გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, იმნაძის თქმით, მათთვის "ვაქცინები კომერციულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქსელებში".

მისივე თქმით, წინა კვირაში ძირითადად ადენო და რინო ვირუსები ცირკულირებდა.

„ვირუსები არის ყოველთვის. თუმცა, შემოდგომაზე როგორც კი ცივი ამინდები დაიწყება და ბევრი ხალხი ერთად შეიკრიბება, ვირუსები გააქტიურდება. ჩვენთან სერიოზული მატება ნოემბრის ბოლოდან იწყება, მერე დეკემბრის ბოლოს დაიწყება და სავარაუდოდ, ისევ ჩაწყნარდება და შესაძლოა, დეკემბრის ბოლოსაც მოიმატოს. ამ კვირაში ამბულატორიული დახმარებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი, შარშანდელთან და შანშანწინდელთან შედარებით, არ განსხვავდება.

წინა კვირაში ძირითადად ცირკულირებდა ადენო და რინო ვირუსები, რაც გაცივებას იწვევს. სიმპტომებია: ტემპერატურა, სურდო, ყელის ტკივილი, თვალების წვა. არავითარი სპეციფიური მკურნალობა არც ადენო და არც რინო ვირუსების შემთხვევაში არ არსებობს. ბოლო კვირაში წამყვანია რინო ვირუსები. უფრო კონკრეტულად, სურდოს შემთხვევა თუ ბევრია, ითვლება, რომ უფრო რინოვირუსია, თუ თვალების კონიუქტივიტია, მაშინ უფრო ადენო უნდა იყოს, მაგრამ არც ადამიანისთვის და არც ექიმისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი თუ გაციებულია, ის უნდა იყოს სახლში. დაავადებას ავრცელებენ ისინი, ვინც არ რჩებიან სახლში. ბავშვი არ უნდა იყოს ბაღში და სკოლაში და დიდი არ უნდა იყოს სამსახურში", -აღნიშნა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, პრევენციისთვის ხელების ხშირი დაბანვაა საჭირო.

მისივე თქმით, ვირუსების გავრცელების მხრივ, საპანიკო სიტუაცია არც ახლაა და არც ზამთარში იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა