რუსთავში ახალი სოციალური საცხოვრისი გაიხსნა

რუსთავში ახალი სოციალური საცხოვრისი გაიხსნა. რუსთავის მერიამ, 52 სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი ოჯახი, ახლად რეაბილიტირებულ შენობაში, დღეს შეასახლა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სოციალური საცხოვრისი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

„რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილი იყო სპეციალური კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც მედია საშუალებების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავშესაფრით დასაკმაყოფილებელი ოჯახების შერჩევის პროცესი, მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდა. საცხოვრისით ამ ეტაპზე დავაკმაყოფილეთ 52 ოჯახი, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მათთვის კომფორტული გარემო და პირობები შეგვექმნა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, პროექტი ძირითადი თანხით ფონდიდად დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა რუსთავში. სოციალურ საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი ოჯახების შერჩევის პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე. ჩვენ ერთხელ კიდევ ვადასტურებთ, რომ ქალაქი ეხმიანება ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ხალხზე და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ეს პოლიტიკა გარძელდება და უახლოეს მომავალში ჩვენ ამ კარგი პროექტის გაგრძელებას ვიხილავთ“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავში, სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში, ქალაქის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2019 წლის თებერვალში, მერის მრძანებით შეიქმნა ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობდნენ.

კომისიამ საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიერბელი 52 რუსთაველი ოჯახი. რუსთავში, სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზუნველყოფა, სპეციალურად მათთვის, მუნიციპალიტეტის მიერ რეაბილიტირებული ფართით, პირველად ხდება. სოციალური საცხოვრისის პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 800 097 ლარს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა