ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“ - თუ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60%-ს, ხოლო სააკაშვილი-ბოკერიას ჯგუფებს დაუწერთ 20%-ს, ნამდვილ რევოლუციას მოგიწყობთ

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გაბედავს და 60%-დაიწერს“, ისინი მოსახლეობასთან ერთად ქუჩაში მასშტაბურად გამოვლენ.

„ნიადაგია მოსინჯული, რამდენად მიიღებს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება კობახიძის მიერ გავრცელებულ პროგნოზს. საზოგადოება ამას არ მიიღებს და არ მივიღებთ ჩვენ. ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, მის მმართველ ელიტას და ცალკეულ ლიდერებს რომ ბატონებო, თუ თქვენ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60 პროცენტს, დაუწერთ 20 პროცენტს სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, ჩვენ, „საქართველოს პატრიოტები”, ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ ნამდვილ რევოლუციას. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს არ იქნება ის საპროტესტო აქციები, რასაც „ქართულ ოცნებასთან” შეხმატკბილებული და კოჰაბიტირებული ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფები უწყობენ ხოლმე „ქართულ ოცნებას“. ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია და ნამდვილი პროტესტი, ნამდვილი რეაქცია ქართველი ხალხის, იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროებს ბატონი კობახიძე.

პოლიტიკური კლოუნადაა მართვის, ის სტილი, რასაც „ქართული ოცნება” საზოგადოებას სთავაზობს”, - აცხადებს ინაშვილი.

მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და კოალიციის შექმნის თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ „ქართული ოცნებისთვის“ პარტნიორობა არასდროს შეუთავაზებია.

„დღეს იმდენად დაზიანებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რომ არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს სურვილი მათთან რაიმე ტიპის თანამშრომლობის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არასდროს გამოგვიხატავს ეს სურვილი და არ შეგვითავაზებია „ოცნებისთვის“ არავითარი პარტნიორობა და თანამშრომლობა“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა