ეკა ბესელია სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის კენჭისყრის პროცესში დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მან განაცხადა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებს, იმის მიუხედავად, რომ გრიგოლ ლილუაშვილს საპარლამენტო საქმიანობიდან კარგად იცნობს და ამ კუთხით დადებითადაც აფასებს. თუმცა, როგორც დეპუტატი განმარტავს, როცა არჩევანი მის კანდიდატურაზე შეჩერდა, გადამწყვეტი ფაქტორი აქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულება იყო.

„ოპოზიციური როლიდან ასეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რაც მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ მე თავს შევიკავებ და არ მივიღებ მინაწილეობას. ამ სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით არის გარკვეული კრიტიკული პოზიციები. მე დღეს არ ვარ ხელისუფლების ნაწილი და ამ კენჭისყრით ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა