„ევროპული საქართველოს“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ქალაქის მერიის წინ აქცია გამართეს

ევროპული საქართველოს“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო იმედაშვილმა, ორგანიზაციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ქალაქის მერიის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო პერიოდში, ქალაქში სპეციფიური უსიამოვნო სუნი დგას, რაც მათი განცხადებით, სავარაუდოდ, რუსთავის შესასვლელში არსებული სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ საწარმოდან ვრცელდება. აქციის მონაწილეები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და საწარმოს მუშაობის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მუშაობა და დააყენოს ფილტრები.

„სიმყრალე, რომელიც ნახევარ ქალაქს აწუხებს ყოველ საღამოს, კვლავ რჩება მოუგვარებელ პრობლემად. ჩვენ ვითხოვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან პროაქტიულად და სწრაფად მოხდეს პრობლემის გადაწყვეტა, ვითხოვთ დასკვნის დადებას ექსპერტების ჩართულობით თუ რა ზიანს აყენებს ადამიანს და გარემოს პროდუქციის ამ ვითარებაში წარმოება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო იმედაშვილმა.

აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა. როგორც ქალაქის მერმა მათთან საუბარში განაცხადა, რუსთავის მერიამ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა გარემოს დაცვის სამსახურს, ამ უკანასკნელმა კი დროული რეაგირება ვერ მოხდინა.

„ჩვენ მერიის სამსახურებთან ერთად განვახორციელეთ მონიტორინგი, თავად შევიძინეთ ტესტები და ჩავატარეთ ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის შედეგადაც დადგინდა, უსიამოვნო სუნი სოკოს კომპოსტის საწარმოდან ვრცელდება და ხდება ნივთიერებების გაფრქვევა ჰაერში. მქონდა შეხვედრა და საუბარი საწარმოს ხელმძღვანელობასთან, როგორც მათ აღნიშნეს, საწარმოო ციკლის დროს მოხდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა. დადეს პირობა, რომ ეს პრობლემა უახლოეს ერთ კვირაში აღმოიფხვრება, ქალაქში სპეციფიური სუნი აღარ გარცელდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სოკოს საწარმოსთან საპროტესტო აქცია, გუშინ, რუსთავის მოსახლეობამ და სამოქალაქო აქტივისტებმაც გამართეს. საწარმოში მონიტორინგის მიზნით, გარემოს დაცვისა და სურსათის უვნებლობის რეგიონული სამსახურების სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს