წნორში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წნორში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 364 350 ლარია, ხუთასი მეტრის მანძილზე ორი ფენა ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სიღნაღის მერიის ინფორმაციით, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ასი ოჯახი ისარგებლებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა