თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა.

ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს პირობების გაუმჯობესების შესახებ საკუთარი გეგმა გააცნო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ნატოს სტანდარტების შესაბამისად ყველა სამხედრო ნაწილში ყაზარმების გარემონტებას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კვების, დაზღვევის, სამხედრო უნიფორმის, სრული ეკიპირების ხარისხის გაუმჯობესებაც მოხდება, პირველი ნოემბრიდან კი, სამხედროების ხელფასები გაიზრდება.

სამხედრო ნაწილების დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრი მე-4 ბრიგადის სასადილოშიც იმყოფებოდა, სადაც მან ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც სამხედრო მოსამსახურეებმა ისაუბრეს, ტრანსპორტირების საკითხი იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა