გიორგი ლილუაშვილი აფგან მუხთარლიზე - მსგავსი “ქეისები” ხდება ბევრ ქვეყანაში, თუმცა ეს არ ამსუბუქებს ჩადენილ დანაშაულს

მსგავსი “ქეისები” ხდება ბევრ ქვეყანაში, თუმცა მე კომიტეტზე ხაზგასმით ვთქვი, რომ ეს არ ამსუბუქებს ჩადენილ დანაშაულს,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი კანდიდატურა განიხილეს.

მისივე თქმით, ის ვერ ისაუბრებს მუხთარლის საქმის გამიძიებაზე, რადგან მას სხვა უწყება ახორციელებს.

"მე ღია ფორმატში და დახურულ ფორმატშიც შემოვიფარგლე იმ პასუხით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგაწვდით, იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იმ მარტივი ჭეშმარიტების გამო, რომ მე პირადად და ჩემმა სამსახურმა არ ვიცით გამოძიების შედეგად წარმოებული მოქმედებების შედეგები, თუ ვინ იქნენ გამოკითხულნი და რა მიმართულებით ხორციელდება გამოძიება, ვინაიდან ამ პროცესს თავიდან ბოლომდე წარმართავს სხვა უწყება. ასევე, არსებობს მეორე მხარე ჩვენი თავშეკავებისა, რომ არ მოხდეს საგამოძიებო პროცესზე რაიმე სახის ზეწოლა, ვინაიდან მსგავს ქმედებებს მიჰყვება არა მხოლოდ შიგნით, არამედ საქართველოს გარეთ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირის პროტესტი. შესაბამისად, ამის საფუძველს ვერ მივცემთ ვერავის," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა