გრიგოლ ლილუაშვილი - ბიძინა ივანიშვილის სურვილი არ არის განმსაზღვრელი ამ პროცედურის ჩემთვის სასარგებლო შედეგით დასრულებაში

ბატონი ბიძინა ივანიშვილის სურვილი არ არის განმსაზღვრელი ამ პროცედურის ჩემთვის სასარგებლო შედეგით დასრულებაში, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მისი კანდიდატურა საკმაოდ მძაფრი კამათის ფონზე განიხილეს და დემოკრატიული კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ასევე მოხდება სხვა კომიტეტებზე და საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს ან არ დაამტკიცებს მის კანდიდატურას.

მან ასევე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ სუს-ი წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პოლიციად იქცევა.

„2 წლის განმავლობაში ვასრულებდი მოადგილის მოვალეობას. ამ 2 წელიწადში ჩატარდა რამოდენიმე არჩევნები, თუკი ამის საფუძველი ვინმეს მივეცი ჩემი განვლილი კარიერის მანძილზე, მე შემიძლია ბრალდებებს და ეჭვებს გავცე პასუხი. თუმცა, თუ მსგავსი ფაქტები არ შეინიშნება ამ 2 წლის განმავლობაში, ერთი საფეხურით ზემოთ ასვლა ვერ გამოიწვევს ჩემი ხედვებისა და პრინციპების ცვლილებას“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა