ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქუთაისში, გუგუნავას 2 კმ-მდე სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშააოები გრძელდება ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე. პროექტების ჯამური ღირებულება 12 899 400 ლარს შეადგენს.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქ. ქუთაისში დამატებით დამატებით 4 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს, სადაც ამ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღამაშენებლის 3 კმ-იან, წერეთლის 2.8 კმ-იან, თავისუფლების 1.5 კმ-იან და საიათნოვას 0.3 კმ-იან ქუჩებს. აღნიშნული პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13.5 მილიონი ლარია.

„ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქ. ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა