წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი

"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი, თუმცა ამ ეტაპზე ფასის დამატებით ზრდა მოსალოდნელი არაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მალხაზ დოლიძემ განუცხადა, გაზრდილია დამხმარე მასალების ფასები, რაც პურის საბოლოო ღირებულებაზე აისახება.

"წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი. ვიცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და ფქვილის ფასებია შეცვლილი, რაც პურის ფასებზე აისახა ასორტიმენტების მიხედვით. გაძვირებულია შესაფუთი მასალა, პრობლემებია დისტრიბუციაში, მაღაზიები “ქეშბექს” და სხვადასხვა სახის თანხებს ითხოვენ. რა თქმა უნდა, იმოქმედა ლარის კურსმა. ჩვენ დამხმარე მასალებს ვყიდულობთ და ყველაფერი გაძვირებულია," - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ფქვილის ფასი სტაბილურია და პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა.

იხილეთ ვიდეო: წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა