„შშმ ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრა გამართა

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც შშმ ქალთა/გოგონათა მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

„ჩვენ გავიარეთ ის საკითხები, რაც შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა მხრივ იყოს მნიშვნელოვანი, სად გვაქვს დღეს მთავარი გამოწვევა, რა სტატისტიკა არის და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შშმ ქალებსა და გოგონებს უწყვეტი განათლება მიეწოდებოდეს. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, რა კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ განათლების მიღმა დარჩენილი ასეთი პირებისთვის. ყველა ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, დაკავშირებული არის არა მარტო ადამიანის სწორ განვითარებასთან, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი/გოგონა არის ამ სივრცეს მოკლებული, მას დამატებით არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჯანდაცვითი ხასიათის პრობლემაც უჩნდება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საკითხზე მთავარმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანდაცვის მისაწვდომობის საკითხებზე“ თემატური მოკვლევის ჯგუფი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი დასკვნასა და რეკომენდაციებს ნოემბრის ბოლოსთვის წარადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა