ესპანეთი კატალონიაში პოლიციის დამატებით ძალებს აგზავნის

ესპანეთმა კატალონიაში პოლიციის დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე-მარლასკას, განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები არეულობაში გადაიზარდა. პოლიციის ცნობით, აქტივისტებმა მთავრობის შენობების შტურმიც სცადეს, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა.

სამართლდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტებმა ქუჩებში ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა საგნებს. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 51 ადამიანი დააკავა.

საპროტესტო აქციები რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯა, ასევე კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცა.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთის მთავრობამ კატალონიაში პოლიციის დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა