„ჯივიპიმ“ კახეთის გზატკეცილზე, ისნის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაობი დაასრულა

„ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა” კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიამ, პროექტის აღნიშნულ ეტაპზე 500 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი ქსელი მოაწყო, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები დაამონტაჟა, რომლის საინვეტიციო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

„ჯივიპი“ ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ოქტომბერს განახორციელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 18 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 19 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონის ნაწილს. კერძოდ, შირაქის, აწყურის, შორაპნის, გარე კახეთის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს, ლეხ კაჩინსკის ქუჩის და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა