კასპში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა, ომის ვეტერანებს საქართველოს ვეტერანთა დღე მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ვეტერანებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და ომში გარდაცვლილი თნამებრძოლები გაიხსენეს.

მათივე ინფორმაციით, კასპის სპორტულ კომპლექსში გაიმართა ვეტერანთა შეჯიბრი შაში, ჭადრაკსა და ნარდში. გამარჯვებულებს გადეცათ მედლები და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საპატიო სიგელები, ხოლო ომის ინვალიდებს სასაჩუქრე პაკეტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა