ანონსი 18 ოქტომბერი

18 ოქტომბერს, 09:30 საათზე, თემატური მოკვლევის ჯგუფის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ - სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსი“.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე.

საკონტაქტო: 557202211

18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გაიმართება, სადაც საპროკურორო საბჭოს პროკურორ წევრებს აირჩევენ.

მის: სასტუმრო „ჰუალინგი“

18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, “სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში” USAID ოფიციალურად გამოაცხადებს ახალი, 4-წლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებას ღონისძიებაზე - „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“.

პროგრამის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს USAID და ამ პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა პარტნიორი ორგანიზაცია. გახსნის ცერემონიალზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ამერიკის და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები.

მის: თელავის ქ.20

18 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი მეგი ნიკოლსონი შეაფასებს საქართველოს ექვსწლიან გზას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. შემდეგ გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ შედეგების შეჯამება.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, ადამიანის უფლებათა უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში, UN OHCHR ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სუბ-რეგიონალური ოფისი, დირექტორის მოადგილე - ხოლოუდ ალხალდი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში მეგი ნიკოლსონი.

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საერთო სასამართლოების არქივის შენობა იხსნება.

მის: ალიოშა ჯაფარიძის ქუჩა 9, სოფელი დიდი ლილოს დასახლება

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რისთვის სჭირდება “პატარა ომი” ერდოღანს და რა პრობლემებს შეუქმნის სირია-თურქეთის ომი როგორც საქართელოს ისე თურქეთს; ერდოღანი-ტრამპის კავშირები და ჩაერთვება თუ არა რუსეთი პროცესებში; საქართველოს პოზიცია სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ინსპექტორის საქმიანობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემებია: სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის მიმართულებები; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალი საგამოძიებო ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

მის: სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, შოთა რუსთაველის გამზირი #13

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრილი და დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილის დედა, ნინო ჩეკურიშვილი და ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ერეკლე ჩეკურიშვილის დაჭრის საქმე. ჩეკურიშვილები აცხადებენ, რომ მათი ოჯახი საფრთხეშია და დაცვას ითხოვენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 ოქტომბერს, 11.00 საათზე, თელავში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) სასტუმრო „ჰოლიდეინ თელავში“ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს აღნიშნავს.

მის: თელავი, რუსთაველის გამზ.2

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, პროფესორი ანა დოლიძე გამართავს ბრიფინგს.

მის: რუსთაველის გამზ. 8

საკონტაქტი პირები: თამარ კაციტაძე 599437403; ნინო წულაძე 593620111

18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი და სხვა უფლებადამცველები თეა წულუკიანის წინააღმდეგ აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ივანე ნორაკიძე 593 379367

18 ოქტომებრს, 11:30 საათზე, გერმანიაში მცხოვები ქართველი პროფესორი, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ-ექსპერტი, კონფლიქტოლოგი და კრიმინოლოგი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სპეციალური ფონდი შატილის სკოლის რეაბილიტაციისთვის და ბავშთა აკადემია შატილსა და სხვა, დაცლილ რეგიონებში.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

18 ოქტომბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: თურქეთ-სირიას შორის შექმნილი ვითარება და საქართველოს უსფრთხოების საკითხი. დავით - გარეჯის ირგვლივ განვითარებული პროცესები. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, თეთრიწყაროში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.

მის: თეთრიწყარო, სამუსიკო სკოლის დარბაზი.

საკონტაქტო: 598 94 00 04

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მამუკა ხაზარაძე მოძრაობა ლელოს 12 წევრს წარადგენს და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

მის: მწვანე ქალაქი ლისზე, ტირიფების ქუჩა N2 (112-ის შენობის უკან, შესასვლელი შლაგბაუმიდან, მაღაზია სპართან).

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ინოვაციური პლატფორმა “HOME სახლის” გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მაშავის ფონდის ხელმძღვანელები, საელჩოების და საკონსულოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: წინამძღვრიშვილის ქუჩა #87

საკონტაქტო: მაკა კუკავა - 995 577 05 20 65

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

18 ოქტომბერს, 12:30 საათზე, შრომის კოდექსის და შრომის ინსპექციის კანონპროექტის განხილვა ევროპის ბიზნეს ასოციაციის გამგეობის წევრებთან გაიმართება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

18 ოქტომბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგება.

18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სააღსრულებო თემატიკის თაობაზე შეხვედრას გამართავენ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ფაბრიკაში კონფერენცია „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ გაიხსნება. კონფერენციის გახსნას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.

მის: ფაბრიკა (საკონფერენციო სივრცე - Jungle Room), ეგნატე ნინოშვილის ქუჩა # 8

საკონტაქტო: თიკი ბაღაშვილი (591 457 479).

18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე იმსჯელებენ.

მის:ინგოროყვას ქუჩა #7, მე-3 სართული, შეხვედრების ოთახი N2

საკონტაქტო: 995 598 25 19 91

18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის პროცესი განახლდება.

18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შსს-ს არქივის მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის „ხაშური ისტორიის გზაჯვარედინზე“ პრეზენტაცია გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

18 ოქტომბერს, 18:30 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება წიგნის „დედამიწიდან საქართველომდე“ პრეზენტაცია. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი გაუძღვებიან.

მის.: სანაპიროს ქ.#4

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო