სოფელ კარწახში ხანძარია

სოფელ კარწახში ხანძარია

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ხანძარია. ცეცხლი ბალახს და წიწვოვან ხეებს უკიდია. ადგილზე სამცხე-ჯავახეთის და მეზობელი მუნიციპალიტეტების 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.