მიხეილ გორბაჩოვი ვაშინგტონსა და მოსკოვს ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გაზეთ „იზვესტიასთან“ აცხადებს, რომ მსოფლიო მილიტარისტული პოლიტიკის ეპოქაში შევიდა და მოუწოდა მოსკოვსა და ვაშინგტონს, სასწრაფოდ დაიწყონ ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები.

„ძალიან საშიში ტენდენციები იკვეთება. ეს ყველაფერი თვალნათლივ ჩანს. ორ რამეს გამოვყოფდი: ეს არის საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა და მსოფლიო პოლიტიკის მილიტარიზაცია“, - აცხადებს გორბაჩოვი.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ფორმალურად გავიდა შუალედური დიაპაზონის ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან და მოსკოვი ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. უკანასკნელი ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ამ ეტაპზე არსებობს და ითვალისწინებს ბირთვული იარაღის კონტროლს, 2021 წელს იწურება.

“როგორც აღმოჩნდა ეს ხელშეკრულება იყო სტრატეგიული სტაბილურობის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი. ჩვენ მოლაპარაკებები გვჭირდება, რომ ხელშეკრულების გაუქმებამ ომის საფრთხე არ გაამძაფროს“,- განაცხადა გორბაჩოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა