აკაკი ზოიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - დაგროვებითი საპენსიო  სისტემა ვინმეს ჯიბეში ხელის ჩაყოფა კი არა, ადამიანებზე ზრუნვაა

ბატონო ზურაბ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფა კი არ არის, ეს ადამიანებზე ზრუნვაა იმისათვის, რომ მათ არ მოუწიოთ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილი იმყოფება, რომელთაც პრაქტიკულად არსებობისთვის ბრძოლა უწევთ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებას საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით.

აკაკი ზოიძის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის ერთ-ერთი საშუალება, რომ საზოგადოების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა მოხდეს.

„თუ ვინმე არსებობს კომპეტენტური ამ სფეროში, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს რეფორმა არის ერთ-ერთი საშუალება, ჩვენ ღირსეული სიბერე და ღირსეული პენსია უზრუნველვყოთ. მე ახლა შევედი ჩემს პირად ანგარიშზე და ვნახე ის შენატანი, რაც შევიტანე მე, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ. სახელმწიფოს როლი სწორად იმაშია, დაეხმაროს მათ, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვთ, რომ მომავალში ჰქონდეთ ისეთივე შემოსავალი, როგორიც აქვს მდიდარ ადამიანს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან კომუნიკაციის გააქტიურობა და მეტი ადამიანის მოზიდვა საპენსიო სისტემაში ჩასართავად“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა