უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს

უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ალექსეი ტარანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას გეგმავს მთელი სასაზღვრო ზოლის გასწვრივ.

„რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას გეგმავს. ეს უკვე აშკარაა. უკრაინის არმია შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად ემზადება. ეს ეხება არა მარტო საკონტაქტო ხაზს, არამედ სხვა ტერიტორიებსაც, დაწყებული ბელორუსის საზღვრიდან დამთავრებული ქვემო ყირიმით და ბესარაბიით“, - აცხადებს ტარანი.

მისივე თქმით, დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი რაოდენობის გაწვრთნილი სარდლობა და კონტროლის ორგანოები ჰყავს, რომელსაც შეუძლიათ ამ რეგიონებში სამხედრო ნაწილების მართვა და ოპერაციების დაგეგმვა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა