გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 19 ოქტომბერს 13:10 საათიდან 14:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს თბილისის მიმდებარე სოფლებში: დიღომში, დიდგორსა და ვეძისში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.