ირაკლი ნადირაძე - ქვეყანა ქვეყანას რომ ჰგავდეს, დღეს კახა კალაძე უნდა იდგეს პროკურატურაში და „ფულის გათეთრების“ საქმეზე პასუხებს სცემდეს

ეს ქვეყანა ქვეყანას რომ ჰგავდეს, პროკურორი - პროკურორს, გამომძიებელი - გამომძიებელს, მოსამართლე-მოსამართლეს, დღეს კახა კალაძე უნდა იდგეს პროკურატურაში და „ფულის გათეთრების“ საქმეზე პასუხებს უნდა სცემდეს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

როგორც ნადირაძემ განაცხადა, თუ ვინმე მართლა მასხარაობს და სამასხაროდ აქცია ქვეყანა, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, ეს არის „ქართული ოცნება".

„ეს ქვეყანა ქვეყანას რომ ჰგავდეს, პროკურორი - პროკურორს, გამომძიებელი-გამომძიებელს, მოსამართლე - მოსამართლეს, დღეს კახა კალაძე უნდა იდგეს პროკურატურაში და ფულის გათეთრების საქმეზე პასუხებს უნდა სცემდეს. აქ საკრებულოში მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილებოდეს. მაგრამ თუ ვინმე მართლა მასხარაობს და სამასხაროდ აქცია ქვეყანა, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, ეს არის „ქართული ოცნება". შეიძლება თქვენ გემასხარავებათ, მაგრამ ხალხს სამასხაროდ საქმე არ აქვს. ხალხს აქვს უკიდურესი გაჭირვება, არ მომატებიათ პენსია, გაუძვირდათ გადასახადები, პროდუქტები. კალაძე ზენიტშიაო რომ ამბობთ, საცობების, პარკირების, სოციალური, დასუფთავების პრობლემები კიდევ უფრო მწვავეა.

იმის ნაცვლად, რომ თქვენ, დეპუტატები დაბრძანდებოდეთ და აკეთებდეთ გასაკეთებელს, ჩვენ რომ მივდივართ და ვიდეოებს ვწერთ, ეს არის თურმე მასხარაობა. ჩვენი მოვალეობაა სადაც პრობლემაა, ყველგან მივიდეთ. ჩვენი დანახვა არ გინდათ, ჩვენი სიმართლის მოსმენა არ გინდათ იმიტომ, რომ დაბრმავებული ხართ, მათ შორის იმ ნაკეთები საქმეებით, რომელსაც თქვენ ვერასოდეს გაიმეორებთ, ვერ დაეწიეთ და ვერ დაეწევით. თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, სადაც ხალხის პრობლემაა, იქ ვიქნებით",- განაცხადა ნადირაძემ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა