„აჭარა ტექსტილი“ დამატებით 1000 ადამიანს დაასაქმებს

„აჭარა ტექსტილი“ ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში თავის წარმოებას აფართოებს და დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა/რ მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი საწარმოს შენობის სამშენებლო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გაზრდილი ინვესტიციის ფარგლებში, „აჭარა ტექსტილის“ სამივე საწარმოში, დამატებით 1000 ადამიანი დასაქმდება. საწარმო დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მოინახულეს. ისინი ადგილზე გაეცნენ საწარმოს რეინვესტიციის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს და კომპანიის სამომავლო გეგმებს.

„კომპანია 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს ჩვენს რეგიონში. მიხარია, რომ რეინვესტიციის საფუძველზე ეს საწარმო კიდევ უფრო გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. სულ ახლახან, მოხდა სახელფასო ფონდის გაუმჯობესება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები შრომისთვის,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„ბობოყვათში მდებარე საწარმოში სპორტული ტანსაცმელი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შვეიცარია) იკერება.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2008 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია წლების განმავლობაში უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, New Balance, Umbro, Under Armour და ა.შ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო