ანონსი 19 ოქტომბერი

ანონსი  19 ოქტომბერი

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას წარმოადგენენ, რომელიც 2004 წელს მომხდარ დანაშაულს ეხება.

მის: აკაკი გახოკიძის 11ა

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის მუზეუმის გახსნის ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები დაესწრებიან. ასევე, პირველად, გუდამაყრის ხეობაში, გაეშვება ფართოზოლოვანი ინტერნეტი, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მის: გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ჩოხი; საკონტაქტო: ნინო სინჯარაძე - 557 615 352

19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული მოძრაობა ხელოვნების მუზეუმთან მართავს გამაფრთხილებელ აქციას - დავიცვათ ჩვენი ეროვნული საგანძური!

საკონტაქტო: ლელა გიორგაძე 591949545

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰუალინგის’’ წვეულებათა დიდ დარბაზში (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი), პ/გ-,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეკრება გაიმართება.