ბექა დავითულიანი - მერიის საქმიანობაში რეალურ პრობლემებს ვერ პოულობენ და  სილულელეებს იგონებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ბრალდებებს უტიფრობა და ზღვარს გადასული უწოდა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპონენტები ქალაქის მერის საქმიანობაში რეალურ პრობლემას ვერ პოულობენ და „ისიც კი გაბედეს, „პროგრეს ბანკი” ეხსენებინათ, რომლის გაკოტრებისთვისაც მათი ხელისუფლება ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ჯგუფივით მუშაობდა.“

„მინდოდა, რომ საქმეზე გველაპარაკა, მაგრამ ისე უტიფრად ეხებიან საკითხებს, ისეთ თემებზე გადავიდა ოპოზიცია, ამის გატარება არ შეიძლება. „პროგრეს ბანკს“ საერთოდ როგორ ახსენებთ, როგორც კი პოლიტიკური განაცხადებები გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის მხრიდან, ორივე ბანკში ყაჩაღებივით შევარდით გასაკოტრებლად და კიდევ აქეთ ბედავთ, „პროგრეს ბანკის“ ხსენებას?! ამ ბანკში ბიძინა ივანიშვილი პასიურ აქციონერად მხოლოდ იმიტომ შევიდა, რომ ბანკი ხელოვნურად ვერ გაგეკოტრებინათ და მის მართვაში არავითარი მონაწილეობა არასდროს მიუღია. ახლა შეაცურა თქვენმა კოლეგამ თქვენივე არხზე სრულიად ჩვეულებრივი გადარიცხვის დოკუმენტი და იდუმალი სახით დაიწყეთ კომენტარების კეთება თითქოს რაღაც უცნაური მოხდა. თუ რამე საეჭვო იყო, თქვენი თანაგუნდელი გახლდათ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და ხმა არ ამოიღო? ან ხაზარაძემ ასეთი ბანკი იყიდა და 2 წელი დანაშაულს ჩადიოდა , დუმდა ვითომ საეჭვო ტრანზაქციაზე? სხვის საეჭვო გადარიცხვებზე არავინ დუმს, ეს თქვენც იცით. ისიც კარგად იცით, რომ ეს სისულელეა, მაგრამ სხვა საყვირალი არ გაქვთ და ყვირით, იქნებ ვინმე მაინც დააჯეროთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მთელი კვირის განმავლობაში კახა კალაძის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის ზოგიერთი კოლეგა პირად შეურაცხყოფასაც არ ერიდება.

„თუ ამ დარბაზში იგივენაირ შეურაცხმყოფელ პასუხს იღებთ, გეკუთვნით და ნუ გიკვირთ. რეალური თემა როცა არ გაქვთ, ასეთ საკითხებს იგონებთ. თითქოს კახა კალაძის ოჯახის წევრის მხრიდან სახლის ყიდვა მის პოლიტიკაში ყოფნას უკავშირდება. საკუთარი გუნდის წევრებს მიხედეთ, უსახსროდ რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში და მულტიმილიონერებად გავიდნენ. კალაძეს პოლიტიკაში შემოსვლამდეც შეეძლო რამენაირად ბინის შეძენა და დასამალი ამ მხრივ ნამდვილად არაფერი აქვს “,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

„წინასაარჩევნო პროგრამაში ხომ ეწერა, რომ მეტრო უნდა იყოს მგზავრების მთავარი გადამყვანი, ავტობუსი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტის სახეობაა, მესამე მიკროავტობუსები და შემდეგ, ტაქსები. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვაკეთებთ აქცენტს, ინდივიდუალური ტრანსპორტის შესამცირებლად. რამე უცხოა ამაში? არჩევნებამდე ამას არ ვამბობდით და რამე სხვას ვაკეთებთ, ხალხს ამას არ დავპირდით? ამ ყველაფერში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლის მასშტაბიც ძალიან დიდია, რეალურ მინუსს რომ ვერ ხედავთ, რაღაც სისულელეს ამოქექავთ და ტყუილად ყვირით“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა